მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი - უპილოტო აპარატები სამხრეთ ოსეთის თავზე არის პროვოკაცია

ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში 27 აპრილს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის საკითხი დააყენეს და მას პროვოკაცია უწოდეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, უპილოტო აპარატების ფრენის ფაქტი 20 და 23 აპრილს დაფიქსირდა. „უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის სიახლოვეს ქართველი პოლიციელები იმყოფებოდნენ, მაგრამ, მათი თქმით, არაფერი დაუნახავთ“ - განაცხადა კოჩიევმა.

ცხინვალმა კვლავ სოფელ წნელისთან ქართული ბლოკ-საგუშაგოს გაუქმების საკითხი დააყენა. ეგორ კოჩიევის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც იყო განხილული.