მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: ჩვენს ტერიტორიაზე სადაზვერვო ჯგუფები გააქტიურდნენ

ცხინვალის რეჟიმის განცხადება

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე  „უცხო ქვეყნების სადაზვერვო ჯგუფები“ გააქტიურდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახური მიმართავს მოსახლეობას, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებების შესახებ მთავრობას დაუყოვნებლივ აცნობონ.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, მივმართავთ მოსახლეობას, რომ სიფხიზლე გამოიჩინონ და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდონ. ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისას კონფიდენციალურობა გარანტირებულია“ - აცხადებენ ე.წ. დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ სოხუმში შეშფოთებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც სადაზვერვო და მოიერიშე დრონების პარტიის შეძენას გეგმავს. გარდა ამისა, დე ფაქტო მთავრობა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ისრაელი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სრულ მოდერნიზაციას ჩაატარებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სოხუმი: საქართველო სამხედრო დრონების გამოყენებას ჩვენს წინააღმდეგ გეგმავს

🔴 ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა