ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ე.წ. საზღვართან აქციებს მართავენ, მადლობას უხდის. მათი ინფორმაციით, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაძთან 13 თებერვალს დაგეგმილი აქცია, რომელიც დავით ქაცარავას ინიციატივით ტარდება, „სამხრეთ ოსეთის ინტერესებს შეესაბამება“. ინფორმაციას სააგენტო ‘სპუტნიკი“ ავრცელებს.
„ქართული პატრიოტულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები სასაზღვრო ზონის მონიტორინგს ახორციელებენ და ქართულ საზოგადოებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. სწორედ ასეთი აქციის ჩატარება იგეგმება 13 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ ახმაძთან, სადაც დავით ქაცარავა სახელმწიფო საზღვრის ხაზს აჩვენებს. ასეთი ქმედებები ხელს შეუწყობს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტების შემცირებას და ქართულ საზოგადოებაში შეგნების დონეს აამაღლებს. უშიშროების კომიტეტი ამ ქმედებებს დადებითად აფასებს" - განაცხადეს ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
ე.წ. კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს პოლიციის თანამშრომლის მცდელობა დააფიქსირეს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა“. ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტში სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადეს.
ამ უწყების განცხადებით, ინციდენტი სოფელ დესეუს მიმდებარედ მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ქართველი პოლიციელი 20 მეტრით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და „სასაზღვრო“ ზონაზე თვალთვალს ახორციელებდა.
ე.წ. უშიშროების კომიტეტს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ამ რაიონებში ქართული დივერსიული ჯგუფები გაააქტიურეს, რაც პირდაპირი შეტაკებების საფრთხეს ქმნის.
იხილეთ აგრეთვე:
🔰 ენგურის ხიდი გაიხსნა - რამდენ დღიანი კარანტინი იმოქმედებს გადმომსვლელთათვის?
🔰 ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული ნომრებით ავტომანქანებს რეგისტრაციის უფლება მისცეს
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.