მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი ქართული ბლოკ-საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს

ცხინვალი ქართული ბლოკსაგუშაგოს დაშლას მოითხოვს

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე სოფელ უისტასთან (წნელისთან) ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს გაუქმება მოითხოვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

შეხვედრა ცხინვალში გაიმართა. მასზე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც 10-11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

„ქართული ბლოკ-საგუშაგო სოფელ უისტასთან ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ჩვენ მის გაუქმებას ვითხოვთ, რაც მოსაზღვრე რაიონებში სიტუაციის ნორმალიზებისთვის კარგი იმპულსი იქნებოდა“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა.

ცნობისთვის, 2019 წლის ზაფხულში სოფელ წნელისის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.