მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: ქართველები ჩვენს საზღვარს უკეთესი ცხოვრების იმედით არღვევენ

ცხინვალის განცხადება

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „მოსაზღვრე“ რაიონებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტებმა იმატა. „ქართველები სამხრეთ ოსეთში უკეთესი ცხოვრების მოძიების სურვილით გარბიან“ - აცხადებენ ცხინვალში. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

ე.წ. კომიტეტში ქართველი დევნილების ბანაკებში არსებულ რთულ სიტუაციაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ეს ადამიანები თვითნებურად ცდილობენ სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას.

„ლტოლვილთა და იმ პირთა დახმარების პროგრამა, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად ჩადიან, სათანადოდ არ მუშაობს. დასავლელი კურატორების მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები დანიშნულების მიხედვით არ გამოიყენება. იქ არის უმუშევრობის მაღალი დონე და საკუთარი მოსახლეობის მიმართ თბილისის გულგრილობა ბანაკებში მცხოვრებ ლტოლვილებს ქართულ საზოგადოებაში წარმატებული ასიმილაციის შესაძლებლობას ართმევს, რის გამოც ზოგიერთი სამხრეთ ოსეთში თვითნებურად დაბრუნებას ცდილობს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევის შემთხვევები" - ამბობენ ცხინვალში. „უშიშროების კომიტეტში“ ასევე აცხადებენ, რომ ქართულ მედიაში სამხრეთ ოსეთისთვის დახმარებაზე, მათ შორის კორონავირუსის ინფექციასთან საბრძოლველად დახმარების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, სინამდვილეში კი ეს არის მორიგი პროპაგანდა, რომელიც „დასავლელი პატრონების წინაშე მიღებული ფინანსური რესურსების შესახებ ანგარიშის მიზნით ვრცელდება".

ე.წ. კომიტეტის განცხადებით, მძიმე სიტუაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა მოჰყვნენ, რომლებიც 4 ოქტომბერს ცხინვალის მახლობლად დააკავეს. მათი თქმით, ისინი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების შემდეგ რეგიონი დატოვეს და გორის მახლობლად ლტოლვილთა ბანაკში დასახლდნენ, მაგრამ ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდნენ.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს „საზღვრის“ დარღვევისთვის 296 ადამიანია დაკავებული.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სოხუმი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს