მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: ქართველმა ვანდალებმა სასაზღვრო საგუშაგო დააზიანეს

ცხინვალის აღშფოთება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის" ინფორმაციით, ცხინვალის რაიონში ქართველმა ვანდალებმა „სასაზღვრო საგუშაგო" დააზიანეს. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ცხინვალის რაიონის სოფელ გრომის მახლობლად საზღვარი დაარღვია და სასაზღვრო სამსახურის ინფრასტრუქტურის მიმართ ვანდალური ქმედებები განახორციელა. მათ სასაზღვრო საგუშაგოს ობიექტი დააზიანეს“ - აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

ცხინვალის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. ეს საკითხი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.

ე.წ. კომიტეტში აცხადებენ, რომ ქართული მხარის ქმედება „საზღვარზე“ სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს და ის რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ბიბლიას ოსურ ენაზე გამოსცემენ