მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვარზე პროვოკაციებს განაგრძობენ

ცხინვალი ე.წ საზღვრის თაობაზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, ქართული სპეცსამსახურები და პოლიცია ე.წ. საზღვარზე კონფრონტაციას და პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, 2 მაისს საღამოს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი სასაფლაოზე მივიდნენ, რომელიც „საზღვრის“ მახლობლად მდებარეობს, საქართველოს მხრიდან იქ პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელიც ამ ადამიანების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტყუებას ცდილობდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები იძულებულები გახდნენ საფლავიდან წასულიყვნენ და მომხდარის შესახებ ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველ სტრუქტურებს აცნობეს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა მოუწოდებს „საზღვრისპირა“ დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, რომ სიტუაცია ობიექტურად შეაფასოს, პროვოკაციებს არ აჰყვეს და ამ ფაქტების შესახებ ე.წ. სამართალდამცველ ორგანოებს აცნობოს.