მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალი: საქართველოში ვაქცინაციის ჩასატარებლად არ წახვიდეთ

ცხინვალის მოწოდება მოსახლეობას

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომ ისინი ვაქცინაციის ჩასატარებლად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ წავიდნენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

„პროვოკაციებს არ აყვეთ და საქართველოში ვაქცინაციის ჩასატარებლად არ წახვიდეთ. იქ წასვლის შემთხვევაში არსებობს სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემოტანის საშიშროება,“ - აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში. დე ფაქტო უწყება, ასევე, აფრთხილებს ადამიანებს, რომ „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ.

ასე უპასუხა ცხინვალმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას შეუძლია საქართველოში მიმდინარე კოვიდვაქცინაციის პროცესში ჩართვა.

„საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა შექმნილი. ის COVID 19-ის პანდემიის მესამე ტალღის ზღვარზეა. იქ გამოვლენილია კორონავირუსის 300 თასამდე შემთხვევა. 3,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, რაც არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ბრიტანული შტამით ინფიცირების 70 შემთხვევა დადასტურდა. მოსახლეობას კი AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით აცრა არ სურს, რადგანაც მათი ხარისხის მიმართ ნდობა დაბალია. თბილისის რეჟიმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საზღვრის უკანონო გადაკვეთისკენ პროვოცირებს, რათა მან საქართველოს ტერიტორიაზე იმუნიზაცია ჩაიტაროს“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია ისეთი პრეპარატებით მიმდინარეობს, რომელთა გამოყენება გართულებების გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეჩერებულია.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 თბილისი გალის ტრაგედიას სპეკულაციებისთვის იყენებს - სოხუმი