კონფლიქტები

ცხინვალი: თბილისი სამხედრო აგრესიაზე უარს არ ამბობს

ცხინვალის განცხადება
1633520388
დაკოპირებულია

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ სამხედრო წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ თბილისი მის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე უარს არ ამბობს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გართულება შეუძლია. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო წვრთნები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განიხილება როგორც პროვოკაციული ნაბიჯი და ის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შეგნებულად დაძაბვისკენ არის მიმართული. საქართველო საკუთარ სამხედრო პოტენციალს აძლიერებს, მის მოდერნიზებას ახორციელებს და ის სამხრეთ ოსეთის ძალისმიერ დაბრუნებაზე უარს არ ამბობს“ - აცხადებენ ცხინვალში.

„შიდაპოლიტიკური კრიზისის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ოფიციალური თბილისი კვლავ არ იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას „მეზობლების“ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ და კვლავ შეუძლია გახდეს სახიფათო სამხედრო ავანტიურების ინსპირატორი, რასაც შეიძლება ტრაგიკული და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ძალზე გაუგებარია რეგიონის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტული პოლიტიკის მხარდაჭერაა“, - აცხადებენ ცხინვალში.

ცნობისთვის, 4-8 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „Eternity-2021“ ტარდება. მისი მიზანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვაა.

ცნობისთვის, 4-8 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები "Eternity-2021" ტარდება. წვრთნების მიზანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვაა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.