მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცეზარ ჩოჩელის ლუდის ქარხანა დახურა

ლუდსახარში ახალგორში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონში ლუდის ქარხანა დაიხურა, რომელიც 2008 წლამდე ბიზნესმენს ცეზარ ჩოჩელს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

2008 წლის შემდეგ საწარმო, რომლის სახელი „ალუტონ სამხრეთ ოსეთი“ იყო, ფაქტობრივად არ მუშაობდა. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ინვესტორთან მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ქარხნის ასამუშავებლად მისი დანადგარების შენახვაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ისიც დაიკარგება, რაც ლუდსახარშის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩა“.

ახალგორის რაიონის ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, 2008 წელს ცეზარ ჩოჩელმა ლუდის ქარხანა კომპანია Efes Pilsener-ს მიჰყიდა. თუმცა კომპანიამ იქ ლუდის წარმოების დაწყება ვერ მოასწრო. ცხინვალის რეჟიმის მიერ ახალგორის დაკავების შემდეგ მათ ქარხნის ამუშავება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ შემდეგ ქარხანას ე.წ. პროკურატურამ ყადაღა დაადო. 2017 წელს ბიზნესმენმა ალექსანდრე ჯიოევმა იქ ლიმონათის და მინერალური წყლის საწარმო გახსნა, სადაც მხოლოდ 5 ათასი ბოთლის წარმოება მოხდა, და ქარხანა მალევე ისევ დაიხურა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორი პენსიონერი მარიხუანის მოყვანისთვის დააკავეს