მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცხინვალს არანაირი იარაღი არ გააჩნია, რომ თვითმფრინავები ჩამოაგდოს, ეს რუსეთს დაჰბრალდება“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ცხინვალს ავიალაინერების ჩამოგდების არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„ცხინვალს არანაირი იარაღი არ გააჩნია, რომ თვითმფრინავები ჩამოაგდოს. ეს არის აბსურდის ეპოპეა. იარაღი ეკუთვნის რუსეთს, ამიტომ ეს ცალსახად და მკაფიოდ რუსეთს დაჰბრალდება. ეს არის ბოდვის დონეზე, მე ასე ვიტყოდი. იქ სიტუაციას აკონტროლებს რუსეთი, რუსეთმა უკანონოდ მაგრამ ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობას. იარაღს მთლიანად განკარგავს რუსეთის ხელისუფლება.

ამიტომ, ასეთ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვება რუსეთს. ეჭვი მეპარება ამას რამე განვითარება ჰქონდეს. მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთს მოსთხოვენ პასუხს „რაშია საქმე, რატომ კეთდება იქ განცხადებები?“. დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამავე თემაზე 👇

👉 „ყველა სამგზავრო ავიალაინერი, რომელიც ჩვენი ტერიტორიის თავზე დაფრინავს, აქ რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების ნებართვით უნდა გადაადგილდებოდეს“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.