მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალში ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია გრძელდება

ჯაბიევის ნათესავების აქცია

ცხინვალის ცენტრში ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. ისინი ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გარემოებების ობიექტურ შესწავლას მოითხოვენ. ამის შესახებ “სპუტნიკი“ იუწყება. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯაბიევის საქმეზე, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არანაირი ახალი დეტალები არ გამოკვეთილა. ასევე ე.წ. პროკურატურას, დეკემბერში მიცემული პირობის მიუხედავად, დამატებითი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

ინალ ჯაბიევი 2020 წლის აგვისტოში, პოლიციაში დაკითხვის დროს დაიღუპა. ნათესავები ეჭვობენ, რომ ის ცემით მოკლეს. ჯაბიევის ნათესავები ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან წასვლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ტრაგედიის ყველა გარემოება შესწავლილი არ იქნება და დამნაშავეები არ დაისჯებიან.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ცხინვალი: ჩვენს ტერიტორიაზე სადაზვერვო ჯგუფები გააქტიურდნენ

🔱 ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა