მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია ცხინვალში

ცხინვალის  ცენტრში ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  ჯაბიევი აგვისტოში ე.წ. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბიევის ნათესავები სამართლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც გარდაცვლილის მეუღლემ ოქსანა სოტიევამ განაცხადა, ოჯახი ცენტრალური მოედნიდან წასვლას არ აპირებს. „ღამით ჩვენ კარვების გაშლის და კოცონის დანთების უფლება არ მოგვცეს. ჩვენი აქცია უვადოა, აქედან არ წავალთ, ვიდრე სამართლიანობას არ მივაღწევთ“ - განაცხადა სოტიევამ.

ცნობისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.