მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქი სამხედროები, რომლებიც ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ

თუირქი სამხზედროები აზერბაიჯანში ჩავიდნენ

თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და ოფიცრების, რომლებიც მთიან ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები ერთობლივი, რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, რომელიც აღდამში განთავსდება.

თურქი სამხედროების კონტინგენტს გენერალ-მაიორი უხელმძღვანელებს. ცენტრში 60 თურქი სამხედრო იმუშავებს.

აღდამში, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება, თურქი სამხედროები იანვრის დასაწყისში გაემგზავრებიან.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა 10 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტის მიხედვით მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. კონფლიქტის ზონაში თურქი დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ შეთანხმება მოგვიანებით შედგა.