მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქული მედია: სომხები აღდამის რაიონში სახლებს წვავენ (ვიდეო)

სოხმები აღდამის რაიონში სახლებს წვავენ

თურქულმა ტელეკომპანია TRT Haber-მა გაავრცელა ვიდეო. რომელზეც ჩანს თუ როგორ წვავს სომხური ჯარი სახლებს აღდამის რაიონში.  ამის შესახებ სააგენტო trend.az იუწყება. 

„ჩვენ ახლა აღდამიდან 5 კილომეტრში ვიმყოფებით. თქვენ ხანძარს ხედავთ. ეს სომხური ჯარი თავის შტაბს, ბლოკ-საგუშაგოებს და სხვა შენობებს ანადგურებს. აღდამი ცეცხლშია გახვეული“ - იუწყება TRT Haber-ის კორესპონდენტი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ძალებმა ქელბაჯარის დატოვებისას ასევე სახლები გაანადგურეს.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აღდამის რაიონი, რომელიც მთიან ყარაბაღს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, სომხეთმა აზერბაიჯანს 20 ნოემბრამდე უნდა გადასცეს.