მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თვითონ ამბობს, რომ არ მიღირს ტერიტორიის დათმობასა და ხატის გადაცემაში გავიცვალოო“ - ზაზა გახელაძის მეუღლე

ზაზა გახელძის ცოლი

„თვითონ ამბობს, რომ მე არ მიღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში რომ გავიცვალოო. ეს იყო მისი ბოლო პასუხი“, - ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ზაზა გახელაძის დედის ნანა ბუნტურის თქმით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მის შვილს დაკავებულ რუს სამხედროებში გაცვლიდნენ, თუმცა იმედი გაუცრუვდა.

„დავუსვი კითხვა თალაკვაძეს, ადამიანი ისე როგორ უნდა გაბოროტდეს, რომ სხვისი ცუდი გაგეხარდეს, მაგრამ მე გამიხარდა კი არა კინაღამ ფრენა დავიწყე, რომ ჩემს შვილში გაცვლიდნენ, მაგრამ არა ქალბატონო, ასე ნუ ვიტყვითო, ამის შედეგს სულ მალე დავინახავთო. ეს მალე რამდენი ხანია არ ვიცი. ამდენი იმედგაცრუების მერე, ლამისაა იმედიც მომიკვდეს“, - განაცხადა ნანა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანას საგუშაგოს მოხსნისა და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონოს ხატის გადაცემის საკითხს კვლავ დღის წესრიგში აყენებს.

ინფორმაციისთვის, მარტის დასაწყისში პოლიციამ გორში 2 რუსი მესაზღვრე დააკავა, თუმცა, მალევე გაათავისუფლა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო“ - ზაზა გახელაძის დედა

„ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა“ - მურატ ჯიოევი

ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს