კონფლიქტები

„უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება“ - ირაკლი ანთაძე

სუსის წარმომადგენელი
1632760066
დაკოპირებულია

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით,შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მკაცრად დააყენა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხები.

ასევე, განიხილეს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ასევე აქტიურ ფაზაში გადასულ „ბორდერიზაციის“ ფაქტებზე.

განვიხილეთ ქეისების მიხედვით თითოეული კონკრეტული მაგალითი. პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია. ოკუპაციის ამ თანამდევი მოვლენის შედეგად უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულებს, გენადი ბესტაევს და გელა გოჭოშვილს, ეს საკითხიც დასმული იქნა, მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას.

რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ეს საკითხიც დაისვა პრინციპულად და გამახვილდა ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც
ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ განაცხადა, უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები ცხელი ხაზის მეშვეობით. ასევე, დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რათა უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდეს საკუთაროჯახებს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

1635280325

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
დღიური

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვილი გ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დეგნას ცხელება ინდოეთში, სამეფო ოჯახიდან...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.