მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საზღვართან რუსული ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს

რუსების სამხედრო ბანაკი

რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 170 კმ-ში Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენლებმა რუსული შეიარაღებული ძალების საველე ბანაკი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC-ის უკრაინული სამსახური იუწყება. 

საველე ბანაკის ფოტოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ბანაკი, სადაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაა დისლოცირებული, მათ შორის ტანკები.

„აქედან უკრაინის საზღვრამდე მარშით მისვლა ერთ დღე-ღამეშია შესაძლებელი. აქ არის კარვები, სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი. ამ ადგილას, სავარაუდოდ, სხვა ტექნიკაც იქნება გადმოსროლილი. “ - ამბობენ ადგილობრივი მკვიდრები.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღეებში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღე არიან დაღუპულები და დაჭრილები.