მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა სადაზვერვო ჯგუფმა „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა (ვიდეო)

უკრაინულმა მხარემ პრორუსი „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატიდან არის გადაღებული. ინფორმაციას unian.net ავრცელებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციიდან სხვადასხვა ტიპის იარაღიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ სადაზვერვო ჯგუფმა ამ პოზიციის წინააღმდეგ დივერსიული ოპერაცია განახორციელეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, პოზიციაზე მყოფი „ბოევიკები“ განადგურებულები არიან.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების და პრორუსი სეპარატისტების მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

🔅 დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება - „სპუტნიკი“

🔅 რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)