კონფლიქტები

„ვიმყოფებოდი მძიმე პირობებში, ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - ერიკ დრულევი

როკის გვირაბთან
დაკავებული მოქალაქე
1613056118
დაკოპირებულია

ერიკ დრულევის განცხადებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ იყო დაკავებული, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მძიმე პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. 

„ჩემი დაკავება მოხდა საზღვრის გადაკვეთის მომენტში, ვლადიკავკაზთან. ვიყავი მძიმე პირობებში. დაკავების შემდეგ ცხინვალში ვიმყოფებოდი. საკანში მარტო ვიყავი და ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა“, - განაცხადა ერიკ დრულევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ როკის გვირაბთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი თავისუფალია. იგი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ერიკ დრულევი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

1614247492

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233
ვაქცინაცია ლიბანში

კორონავირუსისგან დეპუტატების რიგგარეშე აცრის...

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრ...

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მ...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.