მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ყარაბაღში სისხლისღვრის შეჩერებას შუამავლობით ცდილობს

ვლადიმერ პუტინი

„ცნობილი შეთანხმება ყარაბაღის შესახებ თანმიმდევრულად ხორციელდება“ , - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ისაუბრა.

„უკვე აღინიშნა, რომ რუსეთი გარკვეულ შუამავლობით ცდილობს ყარაბაღის რეგიონში სისხლისღვრის შეჩერებას, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად.

ჩვენ შევეცადეთ შეესრულებულიყო ეუთო მინსკის ჯგუფის მიერ მიღწეული ძირითადი შეთანხმებები“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მან ასევე ისაუბრა 9 ნოემბერს ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაზე.

„მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის თანმიმდევრული განხორციელება. რუსი სამშვიდობოები, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოხდეს ახალი დაძაბულობა“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ფაშინიანის ინფორმაციით ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები ალყაში მოექცნენ

👉 სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება