მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: საქართველო პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა ოკუპანტთან საუბარი რთული იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრი 2020

„ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველო მომხრეა პირდაპირი დიალოგის, რათა რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ ჩვენი წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მზადაა რეგიონის ქვეყნებთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მშვიდობის შენარჩუნების საკითხზე სასაუბროდ, თუმცა ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი რთული იქნება.

„საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს და ჩვენც, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განვაცხადეთ, რომ რეგიონის პარტნიორ ქვეყნებს თბილისს მოლაპარაკების პლატფორმად ვთავაზობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე საუბარი გაგვიჭირდება. რთულია, რაიმე გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, მხარეებს საქართველომ თბილისი მოლაპარაკების პლატფორმად შესთავაზა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიაციატივა, ჩვენს მეზობლებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა