მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“

ცხინვალში დაკავებული

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.

ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!“ - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა გახელაძის გათავისუფლება პრემიერის უშუალო ჩართულობით განხორციელდა. იგი ოჯახის წევრებს რამდენჯერმე შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი უკანასკნელი შეხვედრა უკანონო პატიმრის მამასთან, მიხეილ გახელაძესთან 21 ივნისს შედგა.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იყო დაყენებული.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.