მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ცხინვალის ქუჩა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე, საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ადასტურებს.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, ზაზა გახელაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და მასთან წერილი „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის წევრებს გაატანეს. ცხელი ხაზის მიერ გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

33 წლის ზაზა კახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს.