მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა“ - მურატ ჯიოევი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის  მურატ ჯიოევის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ უკანონო პატიმარს ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ekhokavkaza ავრცელებს.

ჯიოევის თქმით, 2020 წლის ივლისში ზაზა გახელაძემ განზრახ და აშკარად პროვოკაციულად დაარღვია „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ამასთან, ჯიოევი საყვედურებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ცხინვალს მოუწოდებენ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრთ ოსეთს, გამოავლინოს ჰუმანურობა, საქმეს ჰუმანიტარული პოზიციიდან უდგებიან. მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობას ეხება, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ“, - აცხადებს ჯიოევი.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✔️ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა