მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის „სასამართლო“

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ekhokavkaza ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გახელაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე (სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მოსამართლე ნანა გაგიევას განაჩენი გასაჩივრებულია უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

ინფორმაციისთვის, ე.წ. წინასასამართლო სხდომა, რომელიც 18 იანვარს გაიმართა, დე ფაქტო რეჟიმის სასამართლომ განაჩენის გარეშე დაასრულა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ლია გიგაური: ზაზა გახელაძეს საფრთხე არ ემუქრება