მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძის ოჯახი ერგნეთში ჩავა, სადაც ინციდენტების პრევენციის მე-100 შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა სოფელ ერგნეთში 2020 წ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავლენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტი დაესწრება. მას ერგნეთში 12:00 საათზე ელოდებიან.

უკანონო პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ დაპირება ვერ შეასრულა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

ისინი საპროტესტო აქციებს 23 ივნისიდან აანონსებენ.

ინფორმაციისთვის 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.