მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას გეგმავენ

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ერგნეთში

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზნის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა იწყება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკანონო პატიმრების ოჯახებში დაბრუნება იქნება.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება უკანონო ე.წ. საზღვრის გავლების საკითხსა და საოკუპაციო ზოლთან მომხდარ ყველა ინციდენტს.

ადგილზე იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. შეხვედრის დაწყებამდე მათ ირაკლი ანთაძე გაესაუბრა.

უკანონო პატიმრის ოჯახის წევრების თქმით, თუ 23 ივნისამდე კონკრეტული შედეგი არ იქნება, ისინი საოკუპაციო ხაზს დემონსტრაციულად გადაკვეთენ და ოკუპანტებს მათი დაკავების უფლებას მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.