ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.