მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

18 აგვისტოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა

ეროვნული გმირი

დღეს, 18 აგვისტოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 36 წლის გახდებოდა.

გიორგი 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მან 2003-2004 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა.

2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან კი, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მისი წამების კადრები კი 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ეროვნული გმირის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.