სამხედრო

41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

41-ე ბატალიონი გერმანიაში
მიემგზავრება
1612598084
დაკოპირებულია

თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 41-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის პირადი  შემადგენლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში - Combined Resolve XV მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე - პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა და წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, საერთაშორისო სწავლებაში Combined Resolve XV 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის გრაფენვოერისა და ჰოჰენფელსის საწვრთნელი რაიონებში 1 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასება და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

1614249837

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება. 

1614249630

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614249208

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548
დაკავებული ადამიანი
ზურგით

პოლიციამ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორ...

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰო...

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.