მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმიური სწავლება ჩაატარა

41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მათი თქმით, გეგმური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს.

პრესსამსახური ცნობით, ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა.

სწავლების სცენარის მიხედვით სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევაზე რეაგირება განახორციელეს. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა.

ცნობისთვის, ქვედანაყოფმა გეგმური სწავლება წარმატებულად ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.