სამხედრო

9/11 სექტემბერი „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში გაიხსენეს

ღირსეული პარტნიორი საქართველოში
15:51 11.09
დაკოპირებულია

დღეს 11 სექტემბერია - საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, ამ თარიღთან დაკავშირებით „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.

მარათონმა სტარტი დედოფალ ელისაბედ II-ის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ბენდის მიერ სწავლებაში სპეციალურად ჩამოტანილი ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებით შესრულებული კომპოზიციით აიღო. სპორტული გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. სწავლების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა, კოინები და
სერტიფიკატები გადასცეს.

დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს. JTEC-ის პირადმა შემადგენლობამ სტარტი საბრძოლო მომზადების ცენტრიდან (CTC) საქართველოსა და აშშ-ის სახელწმიფო დროშებით IV მექანიზებული ბრიგადის მიმართულებით აიღო.

მოგვიანებით მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა 9/11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულები გაიხსენეს. მათ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, სწავლებაში
ჩართული საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის
სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ამ ეტა...
33 წუთის წინ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვ...
34 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერ...
39 წუთის წინ
აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრ...
39 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020 გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების...
52 წუთის წინ
12 ოქტომბრიდან ბაღებში, 19 ოქტომბრიდან უ...
12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირ...
გეგა შენგელია: ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-...
ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილ...
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის...
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხ...