მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში ხანძრის ლიკვიდაცია

ხანძარი გურიაში 2020 წელი, მარტი

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი, დაახლოებით, 10 ჰა-ზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც“, - წერს არჩილ თალაკვაძე.