მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის ფლოტი - კასპიის ზღვის რისხვა

აზერბაიჯანის სამხედრო ფლოტი

აზერბაიჯანს არც ზღვაზე, არც ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს. ერთი შეხედვით, ქვეყანას ძლიერი სამხედრო-საზღვაო ძალები არ სჭირდება, თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკური  ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს. დღეს აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე (ოფიციალურად ის ტბად ითვლება). რეგიონში სიდიდით მეორე (რუსეთის შემდეგ) სამხედრო ფლოტი ჰყავს. 

ანუ აზერბაიჯანის ფლოტი კასპიის ზღვაში თურქმენულზე, ყაზახურზე და ირანულზეც კი უფრო ძლიერია. მასში სანაპირო დაცვის ხომალდები და კატარღები, სადესანტო გემები და წყალქვეშა ნავებიც კი შედის. აზერბაიჯანის ფლოტი 23 მცურავ საშუალებას ითვლის.

ესენია:

⚓ფრეგატი (Petya-class frigate)

⚓ საპატრულო-სარაკეტო კატარღები (Patrol/Missile/Torpedo boats), (Stenka-class patrol boat) სარაკეტო კატარღები (Osa-class missile boat), (Svetlyak-class patrol boat), (AB-25 class patrol craft) 2000 AB-34 (P-134) და AB-35 (P-135), (Kılıç-class fast attack craft). (Point-class cutter)

⚓ფლოტის შეიარაღებაში ასევე სადესანტო გემებიც შედის. (Polnocny-class landing ship),

⚓ნაღმების ტრალერები (Sonya-class minesweeper), (Yevgenya-class minesweeper)

შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების, მცირე ზომის წყალქვეშა ნავებიც შედის (Triton-2m) და Triton-1 (Project 907). ვრლცელდება ინფროამცია, რომ აზერბაიჯანს კორეიდან, საშუალო ზომის წყალქვეშა ნავების შეძენა სურს.

სამხედრო ფლოტის პირადი შემადგენლობა 2200 სამხედროს შეადგენს.

აზერბაიჯანული საბრძოლო ხომალდები საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღებით და ტორპედოებით არის აღჭურვილი. აქვთ ძლიერი რადარები და უახლესი სანავიგაციო სისტემები. შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში საბრძოლო ოპერაციების ჩატარება. საზღვაო ძალების შეიარაღების დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

მცირე ისტორია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კასპიის ფლოტილია რუსეთს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის გაიყო. აზერბაიჯანმა ხომალდების 30% მიიღო, ხოლო სანაპირო ინფრასტრუქტურის 100% ერგო. მას შემდეგ აზერბაიჯანის ფლოტის მუდმივი განახლება ხდება, თუმცა ამაზე ღია სივრცეში ბევრი ინფორმაცია არ არსებობს.

სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში სამხედრო მედესანტეებიც შედიან. ეს ქვედანაყოფი საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში შედის.

აზერბაიჯანში სამხედრო მეზღვაურებს უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი ამზადებს. ეს სასწავლო დაწესებულება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1939 წელს შეიქმნა. სასწავლებელი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში შედის. ამჟამად სასწავლებლის სახელია აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო აკადემია.