სამხედრო

ბათუმში თავდაცვის ძალებში კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართება

ჩემპიონატი თავდაცვაში
1598524893
დაკოპირებულია

დღეს, 27 აგვისტოს ბათუმში თავდაცვის ძალებში კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით გაიხსნა.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირმა სტარტი ეროვნული გმირის დაბადების დღეს, 18 აგვისტოს აიღო. ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ტარდება და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა, რომლითაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. პირველი შესარჩევი ტურიდან, მეორე დასკვნით ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეს ფინალში ერთმანეთს 4 გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26
იანვარი 2021 წ.

ნაკადულზე წაქცეული ხე, მოხეტიალე ქვიშის...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

1611689815

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე ისაუბრა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დააყრა გააპროტესტა, რასაც ენმ-ს რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა.

1611687445

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611686225

თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611684025
განცხადება

„პრიორიტეტულია ოცნების და ენმ-ს შერიგება, ვიდ...

„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუ...

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,  საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

1611672882
საფრანგეთში მოსახლეობას ხელთნაკეთი პირბა...

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრეიკ-დანსის სექცია...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება, სადაც 7 წელზე უფროსი ბავშვების მიღება იწყება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.