სამხედრო

ბექა მჭედლიშვილი: თავდაცვის სამინისტროს მიმართ დეზინფორმაციების გავრცელება გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
16:33 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბექა მჭედლიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიმართ დეზინფორმაციების გავრცელება კვლავ გრძელდება.

ამასთან დაკავშირებით ვრცელდება მისი განცხადება, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად👇

„გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება, თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით...

ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს „დელტას“ და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, ეს მაშინ, როცა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს:

✔️ თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების და მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

✔️ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ „დელტა ტექსტილი” დააფუძნა. სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

✔️ „დელტას“ სამშენებლო კომპანიამ „ჯარის ქალაქის - Army City“-ის მშენებლობა დაიწყო, სადაც სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ, ხოლო დარჩენილი თანხის გადასახდელად მრავალწლიანი, შიდა, უპროცენტო განვადებით ისარგებლებენ. (ჯარისკაცებს კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება)

✔️ პირველად ისტორიაში საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.

✔️ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა. რა თქმა უნდა, თავში ნახსენები „ინფორმაცია“ არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია და არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მენეჯმენტის ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, ვის არ აწყობს ეს და ვის ეჩხირება ყელში ყველა ის რეფორმა და სიახლე, რომელიც სულ რაღაც 1 წელიწადში განხორციელდა თითოეული ჯარისკაცისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - წერია მის განცხადებაში.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
51 წუთის წინ
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
20:00
მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკ...
19:39
დიეგოს გლოვობს მსოფლიო

მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გულის შე...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...
დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულა...
ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელ...
ლარის ახალი კურსი
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9424 ლ...