სამხედრო

„ჩვენ, ერთგულების ფიცი ღმერთის, სამშობლოსა და ერის და არა რომელიმე კერძო პირების წინაშე დავდეთ!“ - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანების განცხადება

სამხედრო სალამი,
საქართველოს დროშა
1603698068
დაკოპირებულია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები ერთობლივ განცხადებას ავცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ომის ვეტერანები კატეგორიულად ემიჯნებიან იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის წინააღდმეგ.

მათივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ ვეტერან მეომართა ერთობაში.

ვეტერანები, განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000 ლარიანი მუდმივი კომპენსაცია დაენიშნათ, ხოლო წინა ხელისუფლებამ ვეტერანების ღვაწლი 22 ლარად შეაფასა.

„ჩვენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები, შექმნილი შიდა და გარე ვითარებიდან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავაკეთოთ განცხადება მარგინალური ძალების მიერ ვეტერანების დაპირისპირების მცდელობაზე.

ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თანამებრძოლებთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე უფროსს და ახალგაზრდა ვეტერანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას, რამეთუ სამშობლო ერთი გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გულის ფიცარზე გვეწეროს მისი დაცვის ვალდებულება,

მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ იმ დიდი ოჯახში, რასაც ვეტერან მეომართა ერთობა წარმოადგენს.

დღეს ვეტერან მებრძოლთა ყოფითი პირობები არ არის სრულყოფილი სხვადასხვა სოციალური მიმართულებით, მაგრამ გაცილებით ღირსეულია, ვიდრე იყო. გამოწვევები კი კვლავ ძალიან ძალიან ბევრია. მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ეტაპობრივად გაართმევს თავს ვეტერანთა წინაშე დაკისრებულ მოვალეობებს.

ალბათ, კარგად გახსოვთ, სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში იქნა შეფასებული ვეტერანის ღვაწლი ყბადაღებულ 22 ლარად, და ეს მიზერული თანხაც, გარკვეული კრიტერიუმებით, 76 000-ის ნაცვლად 32 000 მებრძოლს განესაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას არ უწარმოებია საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგე სახელმწიფოსთან, სწორედ ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაენიშნა 1000 ლარიანი მუდმივი კომპენსაცია ომში დაღუპულთა ოჯახებს; დიდი ყურადღება დაეთმო, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციის საკითხებს, ხოლო ამ მისიებში გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე, დაენიშნა კომპენსაცია. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმო ვეტერანების ჯანდაცვის საკითხს, რომელიც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. დღევანდელი ვეტერანის ჯანდაცვის პაკეტი წარმოადგენს 15 000 ლარს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში, მთლიანად უგულებელყოფილი იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც გვაქვს უკმაყოფილებისა და უსამართლობის განცდა, თუ რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი სამართლიანობის აღდგენის საკითხი; რატომ შევიდა ხელისუფლება ე.წ კოჰაბიტაციაში იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ჩვენი დაღუპული ძმები, მათი წმინდა სხეულები, შინაური ცხოველებისა და გადამთიელი მტრის საჯიჯგნად ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვა. რატომ არ მოგვეცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალება, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. რატომ მოხდა ისე, რომ არარსებული დეზერტირობის ფაქტზე, უამრავი სამხედრო მოსამსახურე იქნა ცრუ ბრალდებებით გასამართლებული და პასუხისგებაში მიცემული; რატომ არ გაეცა სათანადო პასუხი იმ მოღალატე ძალას, რომელმაც არშემდგარი ე.წ. ,,ამბოხის“ ბრალდებით, დაშალა ის საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც ბოლომდე ასრულებდნენ მათ წინაშე დასმულ საბრძოლო ამოცანებს. ხოლო, მათი სამეთაურო რგოლის ნაწილი ქუჩაში დახვრიტეს, ნაწილი ე.წ ,,ევროპულ ციხეებში“ გამოამწყვდიეს; რატომ მოხდა, რომ პოლიციური დანაყოფები და მათ შორის, იქ მომსახურე ვეტერანები, თავისივე თანამებრძოლებს დაუპირისპირეს და ვეტერანთა სამართლიანი საპროტესტო აქციები დაარბევინეს; რატომ მოხდა, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებული და ქართული ეკლესიის ძალისხმევით აღორძინებული ქართული იერუსალიმი - დავით გარეჯის წმინდა მიწა, დღეს მეზობელ სახელმწიფოსთან სადავო გაგვიხდა?!

მოგმართავთ მათ, ვისაც მეხსიერება გღალატობთ, ყველა ამ ჩამოთვლილ სისასტიკეს მაშინ ფარულად, ხოლო დღეს კი ღიად უჭერთ მხარს?!

გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ერთგულების ფიცი ღმერთის, სამშობლოსა და ერის და არა რომელიმე კერძო პირების წინაშე დავდეთ! ვემსახურებით საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერები: ვალერი ზირაქაშვილი, აკაკი აფციაური, ზურაბ მოსულიშვილი, გია ვეშაგური, უშანგი ჩოხელი, გიორგი ამირიძე, თენგიზ პატარაია, არჩილ ლაფაჩი, ზურაბ მესტვირიშვილი, დავით მაისურაძე, ნიკოლოზ ხეჩიაშვილი, ილია სიმონიშვილი, ზურაბ ტაბიძე, დავით ბაგაევი, შალვა სულუაშვილი, გიორგი გელაშვილი, ვანო ზაკალაშვილი, თამაზ ზირაქაშვილი, გოჩა კახოშვილი, ანზორ კოვზიაშვილი, ბაჩო კიკიანი.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.