სამხედრო

„ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ძლიერი თავდაცვის ძალების შექმნა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ამ წელს ჯარი კიდევ უფრო
გაძლიერდა, კიდევ უფრო
მდგრადი და სტაბილური
გახდა, ჩვენი ჯარისკაცები
ყველაფერს საუკეთესოს
იმსახურებენ
1611778674
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღებისა განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.

მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და დანერგილი სიახლეებიც გაიხსენა.

„წინა წელს მთავარი აქცენტი მქონდა ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე: კვება, აღჭურვილობა, ფორმები, ფეხსაცმელი, ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, ბინათმშენებლობა, რომელიც მახათას მთაზე დავიწყეთ. წელს მთავარი აქცენტი შეიარაღების სისტემების შეძენასა და საბრძოლო მზადყოფნაზე მექნება. გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა ვიზრუნოთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე - იქნება ეს არტილერია, საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე დრონების სისტემა, სადაზვერვო საშუალებების განვითარება, თუ სხვა მიმართულება. ეს ყველაფერი საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის გაძლიერებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა რადიო „იმედთან“ საუბარში.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარი ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტია, რომლის გაძლიერებაზე სახელმწიფო მუდმივად უნდა ზრუნავდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, ათწლიან გეგმაზეც ისაუბრა, რომლის შემუშავებაში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება აღნიშნა.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

აზერბაიჯანმა ჩინური ვაქცინის CoronaVac-ის 4 მლნ დოზის შეტანაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

1614334219

პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.

1614333795

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.  ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333760

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333291
გიორგი ვოლსკი
ევროკავშირის სპეციალურ
წარმომადგენელს, ტოივო
კლაარს შეხვდა

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომად...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სულით და გულით იდეურად ვუერთდები ამ პრო...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთ...

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღე...

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.