მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაამატა

დასავლეთ სარდლობა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა.

ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და 3 აპრილიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ.

დასავლეთ სარდლობის სამოქმედო რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ქვედანაყოფების როტაცია 24 საათში ერთხელ ხდება. დავალების შესასრულებლად გასვლამდე მეთაურები პირად შემადგენლობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან და სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაციის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს იკავებენ.