სამხედრო

დასავლეთის სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დასავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
16:04 23.07
დაკოპირებულია

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სარდალი ხონში, დასავლეთის სარდლობის შტაბს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას მოადგილედ კი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა.

მანამდე პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას II ბრიგადის, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს III ქვეითი ბრიგადის მეთაურების თანამდებობები ეკავათ.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლკოვნიკებს ბრიგადების მეთაურობის თანამდებობაზე მუშაობის რანგში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა. პოლკოვნიკი კობა გრიგოლია თავდაცვის ძალებში 2000 წლიდან მსახურობს.

გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, მან მსახური სამხედრო სადაზვერვო ძალების ქვედანაყოფში დაიწყო. კობა გრიგოლიას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, ასევე I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები თავდაცვის უწყებაში უმწიკვლო სამსახურისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...