საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ და მასში შემავალი ქვედანაყოფების სამხედროებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამხედროები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მათი თქმით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯარისკაცები სენაკში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს „ლაზარე 2015“ ესტუმრნენ. სამხედროებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.
დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა.
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.