მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

დასავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ და მასში შემავალი ქვედანაყოფების სამხედროებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სამხედროები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცეს.

მათი თქმით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯარისკაცები სენაკში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს „ლაზარე 2015“ ესტუმრნენ. სამხედროებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.