მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკანიანი: ამერიკული ხომალდის ბათუმში შემოსვლა რეგიონულ სტაბილურობას უწყობს ხელს

საგარეო საქემთა მინისტრი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის"ქ.ბათუმის პორტში შემოსვლას ტვიტერის მეშვეობით აფასებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„მივესალმები აშშ-ს საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.“- წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში 23 ივნისს შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.