მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი: ძლიერი ქართული ჯარი ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობაა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიბერუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის:

„სასიხარულოა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პოზიტიური პროცესები, წინასწარ დაანონსებული და მიმდინარე პროექტებს სახელმწიფოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეემატა. საუბარი შეეხება „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ის ფარგლებში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა.

ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიბერუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის.

აგრეთვე დაანონსდა, რომ საქართველოში შეიქმნება კიბერ ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იქნება წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით. საქართველო ინფრასტრუქტურით და პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმით ნატოს სტანდარტებს დიდი ხნის წინ აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს, კიბერუსაფრთოხების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო გაზრდის.

მნიშნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა და ინფრასტურქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფოს პოზიციას, რომ ძლიერი ქართული ჯარი ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.