სამხედრო

ეროვნულ გვარდიაში მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

გვარდია
17:32 19.06
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 19 ივნისიდან პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ხელმძღვანელობს. ახლად დანიშნული მეთაურის პირველი სამუშაო დღე ეროვნულ გვარდიაში დროშის გადაბარების ცერემონიალით დაიწყო. ეროვნული გვარდიის დროშა ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს ოფიციალურად გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და ახალი უფროსი წარუდგინა, პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს კი, ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიელებს სიტყვით მიმართა ახალმა მეთაურმაც. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ პირად შემადგენლობასთან ერთად ეროვნული გვარდიის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

დროშის გადაბარების ცერემონიამდე ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად.

ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე საქმიანობას თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გააგრძელებს.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილი მოკლ...

„ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს -...
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებ...
17:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით სემ...
17:11
ხობში, ჭალადიდის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც...
16:59
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშ...
16:38
თსუ-ს კორპუსის რემონტი თსუ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო მწუხარე...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი...
კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ,...
„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეი...
კუჭავა: სპეკულაციაა, რომ საქართველოს სან...
„სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება არის მ...
დიდ დიღომში მე-6 სართულიდან გადავარდნილი...
თბილისში დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულდან გადავარდნილი ბავშვის ჯ...