მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: სამხედროების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

გიორგი გახარია პარლამენტში

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა სამხედროების ანაზღაურება და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.

„ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - დაწყებული ანაზღაურების გაზრდიდან სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებამდე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშისა და შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში. ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. და, რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა პრემიერმა.