მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს.

„ტოპოგრაფიის და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს. ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო. სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ კურსზე მიღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. კურსის ბოლოს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ახალგაზრდები გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს შეუერთდებიან. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.