სამხედრო

ღარიბაშვილი: ჩემი ოცნებაა, ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული და სამაგალითო

ღარიბაშვილი ჯარისკაცებთან ერთად
11:35 16.04
დაკოპირებულია

 "ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები სამხედრო ბაზებზე არ შეჩერდება და გეგმის მიხედვით განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, მაისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 ობიექტს, ყველა ყაზარმასა და სამხედრო ბაზას.

„ეს უნდა იყოს სამაგალითო მთელს რეგიონში. მაისისთვის ჩვენ დაახლოებით 5 ათას მუშას დავიქირავებთ 250 ობიექტის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამისთვისაც ძალიან ზუსტი პროტოკოლი გვაქვს გაწერილი. მშენებლებს ექნებათ ცალკე კორიდორი და იზოლირებული შესასვლელი სამუშაო ტერიტორიაზე. ყველაფერი ცალკე ექნებათ მოწყობილი ისე, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენ სამხედროებთან. არ ვგეგმავთ არაფრის შეჩერებას და წლის ბოლომდე, გამოყოფილი ბიუჯეტის 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ ამ პროექტების დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მინისტრის თქმით, სულ რაღაც ერთ თვეში ქართველ სამხედროებს ექნებათ ყველაზე საუკეთესო, ამერიკული სტანდარტის ფორმები და იგივე ფეხსაცმელი, რაც დღეს გერმანიის არმიას აცვია.

„ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავთ, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ზოგადად, შეიარაღების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელსაც ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯარიმა დაწესდება

საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდებ...
37 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
18:57
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის კაცების კვებასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...
ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა...
2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალი...