„დღეს ჯარი იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო 10 ან 1 წლის წინ. ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული, რომელიც თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია, რომელსაც ვერ გამოიგონებ. ეს არაა რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ქვეყნები, რომელთა ჯარისკაცებსაც არ შეუძლიათ ომი, ბრძოლა, რადგან ბრძოლისუნარიანები არ არიან.
„ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP) და აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ვახორციელებთ და ვასრულებთ. ეს არაერთგზის დადასტურდა ნატოს შეხვედრების დროს, მათ შორის შარშან, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას, როდესაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა განახლებულ პაკეტს. ეს დადასტურდა დეკემბრის თვეში, რაც არის რეალურად ჩვენი პროგრესის აღიარება. აქვე მინდა, გამოვყო SNGP-ის ფარგლებში გახსნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მეხუთე წელია და რომელსაც ჩემს დროს ჩაეყარა საფუძველი. მე მადლიერი ვარ, რომ ახლა მიწევს წვლილის შეტანა ამ პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მან განაცხადა, ჯარში დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მუდმივად ტარდება წვრთნები.
„მინდა, გამოვყო აშშ-სთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განვაახლე. ამ სამწლიანი კონტრაქტის ფარგლებშია მოქცეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც ჩვენი და აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის წარმატების კლასიკური მაგალითია. ეს პროგრამა გულისხმობს ჩვენი სამხედროების გადამზადებას ამერიკელი სამხედროების, ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ამერიკული სტანდარტით ჯარის მომზადებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
💢ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.
რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება.
„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, შესაძლოა, კვლავ გადახედოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.
რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.